საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ რაჭისუბანთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.