თავში

სექსუალური შევიწროების საკითხი შს მინისტრის მოადგილემ განიხილა

სექსუალური შევიწროების საკითხი შს მინისტრის მოადგილემ განიხილა
სექსუალური შევიწროების საკითხი შს მინისტრის მოადგილემ განიხილა

სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით ონლაინკონფერენცია - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“. მასში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. მინისტრის მოადგილემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირებული, სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ნინო ცაციაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციისადმი
მომართვიანობის მაჩვენებელი და მათზე რეაგირების ხარისხი.

ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერი შედგა. 

შსს-ს ცნობით, 2019 წლის მაისის შემდგომ, სექსუალური შევიწროების საკითხებზე, 200-ზე მეტმა სამართალდამცველმა გაიარა შესაბამისი სწავლება. აღნიშნული პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება. სამართალდამცველთათვის სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია მომზადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system