თავში

ნეპოტიზმის 350 შემთხვევა - მესამე სექტორი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ნეპოტიზმის 350 შემთხვევა - მესამე სექტორი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
ნეპოტიზმის 350 შემთხვევა - მესამე სექტორი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ თვითმმართველ ორგანოებში სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას 350 შემთხვევაზე ამახვილებს, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმის ფაქტებს შეიცავდეს.

ორგანიზაციამ კვლევა თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხშირია ჩინოვნიკების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმების შემთხვევები.

„ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.

არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.

სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში, იმავე რაიონულ სასამართლოში.

სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია,“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ აქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system