თავში

სერბული ტელევიზიები საქართელოზე გადაცემებს მოამზადებენ

სერბული ტელევიზიები საქართელოზე გადაცემებს მოამზადებენ
სერბული ტელევიზიები საქართელოზე გადაცემებს მოამზადებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს სერბული ტელევიზიების ჯგუფები ესტუმრნენ. ისინი ტურიზმის, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემებს მოამზადებენ. სერბული მედიის წარმომადგენლები თბილისში, ალავერდში, შილდაში, სიღნაღში, ბოდბეში, ქუთაისში, წყალტუბოში, მესტიაში და უშგულში იმყოფებოდნენ.. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს კულტურის გასტრონომიისა და ღვინის მიმართულების ობიექტები და ღირსშესანიშნაობები. 

ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, გადაცემებს, სადაც საქართველოს შესახებ რეპორტაჟები უნდა გავიდეს, მილიონობით მაყურებელი ჰყავს. 

პრეს-ტურის დასრულების შემდეგ მომზადდება 5-წუთიანი ვიდეო საქართველოს გასტრო-კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system