თავში

მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს

მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს
მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს

მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს. ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს.

ბავშვთა უფლებების კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. ცვლილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა.

კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system