თავში

სესიაშვილი: ეს არის სუსტი კაცების საქმე

სესიაშვილი: ეს არის სუსტი კაცების საქმე
სესიაშვილი: ეს არის სუსტი კაცების საქმე

ეს არის სუსტი ქმედება, ის რაც აქ მოხდა არის სუსტი კაცების საქმე, – ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას. 

სესიაშვილის თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს მალე დააკავებენ. დეპუტატი ასევე ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდის ოპონენტები არიან, რადგან ბოლო დროს ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.

„მათი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს დაზიანება, იმიტომ რომ ამით დაზიანდება სახელმწიფო. და მათ ჰქონიათ, რომ სახელმწიფოს რომ დააზიანებენ, ამით ხელისუფლებას მიაყენებენ დარტყმას. მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ამომრჩეველი, მთლიანად საზოგადოება არის მობილიზებული და ძალიან კარგად ესმის რა ვითარებაში ვიმყოფებით. ყველას უნდა მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, ყველას უნდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება. სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის გაკეთების ეშინიათ ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ რომ ჩვენზე უკეთესად იციან ის მოლოდინები, რომ გარანტირებული მარცხი აქვთ და მარცხის გადაფარვა და სიტუაციის დაძაბვა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება შეუძლიათ აი ასეთი სუსტი ქმედებებით“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში გაუსწორდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system