თავში

"შაქარა"- ემოციური ფოტო სტადიონიდან

"შაქარა"- ემოციური ფოტო სტადიონიდან
შაქარა- ემოციური ფოტო სტადიონიდან

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს ავრცელებს.

ფოტოზე ასახულია ცარიელი სკამი, რომელზეც მაისური დევს წარწერით - "შაქარა".

ფოტო საფეხბურთო სტადიონზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system