თავში

"შაქარას გარეშე"- გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა

"შაქარას გარეშე"- გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა
შაქარას გარეშე- გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა გიორგი მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო, წარწერით : "ყოველი მოგება შენ გეკუთვნის" გამოაქვეყნა.

აღნიშნული ფოტო ახალგაზრდა ფეხბურთელის დედამ გააზიარა და და დააწერა: "შაქარას გარეშე".

ფოტოზე ასახულნი არიან "საბურთალოს" გუნდის წევრები და გიორგი შაქარაშვილის უბნელები.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system