თავში

შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი - რას წერს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი
შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი - რას წერს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით, არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი წერს.

Report.ge-სთვის ციხიდან გამოგზავნილ ხელწერილში ნიკოლოზ რევაზიშვილი განმარტავს, რომ შაქარაშვილი მას თვალით არ უნახავს და არც მის ალყაში მოქცევას ჰქონია ადგილი. 

"მესმის გიორგის დედის, მამის, დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ. რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით, არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ეგრედწოდებულ ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას. ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი Google-ს ანგარიშიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე," - წერს ნიკოლოზ რევაზიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system