თავში

შაქარაშვილის ბიძა: რომელიმეს დნმ-ი თუ დაემთხვა, მას ვეღარაფერი გადაარჩენს

შაქარაშვილის ბიძა: რომელიმეს დნმ-ი თუ დაემთხვა, მას ვეღარაფერი გადაარჩენს
შაქარაშვილის ბიძა: რომელიმეს დნმ-ი თუ დაემთხვა, მას ვეღარაფერი გადაარჩენს

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს თავი ქალა ჩატეხილი ჰქონდა არ ადასტურებს. მისი თქმით ცხედარს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა თუმცა არა მოტეხილობები. 

„ველოდები არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე, რომელიმე პირის დე ენ ემ-ი და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ, რომელიც გარდაცვლილი შაქარაშვილის ბიძაა და ამავდროულად ოჯახის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system