თავში

შაქარაშვილის ბიძა: სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა

შაქარაშვილის ბიძა: სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა
შაქარაშვილის ბიძა: სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა

"ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული,"- ამის შესახებ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს.

მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, განზრახ მკვლელობა დარჩება.

"მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება. დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ არის სხვა ვერსიები," - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system