თავში

შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს
შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.

"დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ."- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system