თავში

შაქარაშვილის საქმე - ექსპერიმენტი არაგვის ხიდზე - PHOTO

შაქარაშვილის საქმე - ექსპერიმენტი არაგვის ხიდზე
შაქარაშვილის საქმე - ექსპერიმენტი არაგვის ხიდზე - PHOTO

მცხეთაში, მდინარე არაგვის ხიდთან, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების დაცვის მხარე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებს. 

დაცვის მხარის თქმით, ექსპეტიმენტის მიზანია დაადგინოს, რამდენად არის შესაძლებელი "ქამრის" მგზავრებს განეხორციელებინათ შაქარაშვილის დევნა, მისი ცემა, შემდეგ წყალში გადაგდება, უკან დაბრუნება და ავტომობილით ადგილის დატოვება, მოცემულ დროში. ასევე, ექსპერიმენტით მოწმდება, რამდენად შეეძლო იაკობ ბრეგვაძეს დაენახა ის, რის შესახებაც მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. 

"მიტოვებული შენობიდან, ბრეგვაძემ, თითქოს დაინახა ავტომობილი, შემდეგ ნახა როგორ უსწორდებოდნენ იქ მყოფ პირებს. შენობაში შესვლით, მარტივად შეგვიძლია დავამტკიცოდ, რომ წარმოუდგენელია მას აქედან რამე დაენახა. ბრეგვაძე ამბობს, რომ 10 წუთის განმავლობაში 2 კაცს სცემდა 3 პიროვნება. მისი თქმით, მან ერთ-ერთ ოთახში მოითქვა სული, ამ ოთახში მას ესმის ხმამაღალი საუბრები, ინტერესდება რა მოხდა და გადაადგილდება შენობის სხვა სივრცეში, საიდანაც მისივე თქმით, ცდილობდა დაენახა რა ხდებოდა რეალურად. იგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე პირის გადაადგილება დაინახა, რომლებიც ჩქარი ნაბიჯებით მოძრაობდნენ და მისი თქმით, ეს პიროვნებები არ იყვნენ მისი მეგობრები. აქედან კი, ხიდის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ის საუბრობს, აბსოლუტურად შეუძლებელია მას დაენახა ვინმე, ან გაერჩია. გამოდის, რომ ბრეგვაძე ცრუობს და არასწორ ჩვენებას აწვდის გამოძიებას.

იაკობ ბრეგვაძე, ჩემი აზრით ცრუობს, რადგან მას ამოძრავებს თვითგადარჩენის ინსტიქტი, რადგან მან დამალა მთელი რიგი გარემოებები, თუნდაც პატრულთან ურთიერთობის ეპიზოდში, რა იყო მისი მოტივაცია მე არ ვიცი. 

სწორედ ეს კითხვებია, რის გამოც ეს ექსპერიმენტი დავგეგმეთ. აქ დადგებიან ადამიანები და ისინი ეცდებიან დაინახონ იმ ადგილზე, სადაც ბრეგვაძე მიუთითებს სხვა ადამიანები, რომლებიც ბრეგვაძის მიერ მითითებულ ადგილზე, ექსპერიმენტის ფარგლებში გაივლიან. 

ასევე, ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომ გავიგოთ, რამდენად რეალურია, რომ დროში (10-15 წუთში) ჩატეულიყო ის მოქმედებები, რასაც გამოძიების ვერსიით "ტოიოტა ქამრის" მგზავრები ახორციელებდნენ. ჩვენ ზუსტად იმ დროს ვატარებთ ექსპერიმენტს, რა დროც არის გამოძიების მასალებში მითითებული, რომ არ გვქონდეს ცდომილება. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამ საქმეს გულშემატკივრობს, დარწმუნდება, რომ ჩვენი კითხვები ლეგიტიმურია. ასევე, იმედი მაქვს დაზარალებულები მოინდომებენ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას და უფრო კრიტიკულად შეხედავს პროკურატურის ვერსიას.

რაც შეეხება გური ამირხანაშვილის ნაწილს, ის ამბობდა რომ იმ ადგილიდან ის ხედავდა და აკონტროლებდა ყველაფერს, ექსპერიმენტის ფარგლებში, ჩვენ გადავამოწმებთ ამ შესაძლებლობასაც," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ექსპერიმენტის დაწყების წინ.

ექსპერიმეტნის შედეგები და შესაბამისი ოქმების შინაარსი ხვალ გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system