თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეს 3 ტომი დაემატა. აღნიშნული მასალები ადვოკატებს გადაეცათ, თუმცა მათ საგამოძიებო ორგანოში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რაც ნიშნავს, რომ მასალების შინაარსზე ისინი ვეღარ ისაუბრებენ.

ადვოკატები განმარტავენ, რომ ახალ მასალებში მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ დევს და გაუთქმელობაზეც ხელი სწორედ ამიტომ მოაწერინეს.

"არანაირი ჩვენება, არანაირი მოწმე, არანაირი ვიდეოგადაღება, დოკუმენტი არ არსებობს იმის, რომელიც დაადასტურებს, რომ ზ.ხ.-ს რაიმე შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან და უფრო მეტიც, მან მიიღო მონაწილეობა შაქარაშვილის მკვლელობაში. ასეთი მსგავსი დოკუმენტი ამ საქმეში არ არის. კიდევ ვიმეორებ, პროკურატურამ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რომ საზოგადოებას არ ენახა რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შერაცხა ეს ბრალდება," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

რაც შეეხება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებს, მათ პოზიცია არ შეუცვლიათ და გაუთქმელობის პირობას ხელს არ აწერენ. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, პროკურატურამ გამოსავალი იპოვა და საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო, რომელსაც მტკიცებულებები გადასცა და გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინა.

"რეალურად ახალი არაფერი წარმოუდგენიათ, ამიტომ ბერკეტია, რომ როგორმე ჩვენ, ადვოკატებმა არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ახალი არაფერი წარმოუდგენია ბრალდების მხარეს. ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი და რც ვაპირებთ ხელის მოწერას. მიუხედავად ამისა, მათ გამოსავალი იპოვეს და ჩართეს სახაზინო ადვოკატი. მას გადასცეს ეს მტკიცებულებები, ის გააფრთხილეს და უთხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ საქმეებზე არ ისაუბროს. გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს და ჩვენც, ურჩ ადვოკატებს მიგვანიშნეს, რომ ჩვენც არ უნდა ვილაპარაკოთ," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებითსისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system