თავში

"შაქარივით ტკბილო"... "ვგიჟდები" - გიორგი შაქარაშვილის უცნობი ფოტოები ვრცელდება - PHOTO

"შაქარივით ტკბილო"... "ვგიჟდები" - გიორგი შაქარაშვილის უცნობი ფოტოები ვრცელდება - PHOTO
შაქარივით ტკბილო... ვგიჟდები - გიორგი შაქარაშვილის უცნობი ფოტოები ვრცელდება - PHOTO

გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად შექმნილი ინსტაგრამ გვერდი გარდაცვლილი ფეხბურთელის უცნობ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს. მათ შორისაა ფეხბურთელის ბავშვობის ფოტოებიც. 

დღეს კი აღნიშნულმა გვერდმმა "შაქარას" უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. იგივე ფოტოს facebook-ზე აქვეყნებს გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system