თავში

შაორის ტბაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
შაორის ტბაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილია სკოლის მოსწავლე, რომელიც საჩხერიდან რაჭაში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. 14 წლის ბიჭს ფოტოს გადაღებისას შემაღლებულ ადგილზე ავიდა, რა დროსაც მას ქვაზე ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა

მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system