თავში

"შარდი არ იყო, ლუდი იყო" - მარნეულის ყოფილი მერის განმარტება

"შარდი არ იყო, ლუდი იყო" - მარნეულის ყოფილი მერის განმარტება
შარდი არ იყო, ლუდი იყო - მარნეულის ყოფილი მერის განმარტება

მარნეულის ყოფილი მერი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება. თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ მოქალაქემ სასამართლო პროცესზე თავად თქვა, რომ სახეზე ლუდი წაისვა და არა შარდი. აბაზოვის თქმით მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან დაზარალებულს დასაქმებაზე უარი უთხრა. მისივე განმარტებით შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.

"სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად,” - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა მის და ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობაზეც ისაუბრა. 

,,არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები,“ - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ კადრები სადაც ჩანდა, რომ მოქალაქეს აიძულებდნენ სახეზე სავარაუდოდ მისივე შარდი წაესვა, სოციალურ ქსელში გავრცელდა. არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აბაზოვს ბრალი წარედგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system