თავში

შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი ლიკვიდირებულია
შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

შატილის სკოლა-პანსიონში ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შესაბამის განცხადებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ხანძარი შატილის სკოლა-პანსიონში დაახლოებით 17 საათზე გაჩნდა.  პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა. სკოლაში ამ დროისთვის 8 მოსწავლეა რესგიტრირებული. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შატილში ახალი სკოლა-პანსიონი აშენდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system