თავში

შავ ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა

შავ ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა
შავ ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა

ბათუმში მცხოვრებლები მთელი დღის განმავლობაში უსიამოვნო სუნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი აცხადებენ, რომ გაზის მსგავსი სუნის გამო ბევრ მათგანს თავის ტკივილიც კი დაიწყო. როგორც კომპანია "სოკარ ჯორჯიაში" აცხადებენ, სუნთან დაკავშირებით სპეციალისტები რამდენიმე გამოძახებაზე გავიდნენ, თუმცა გაჟონვის ფაქტი არ დადასტურებულა. 

მოგვიანებით, კომპანიამ მედიას განუმარტა, რომ ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა, რამაც უსიამოვნო სუნის გავრცელება გამოიწვია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system