თავში

შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო გამოაცხადებს.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს სხვადასხვა მიმართულებით იმსჯელეს და კონსულტაციები კიდევ გრძელდება.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ქვეყანაში მობილობის დაცემაა, თუმცა, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო, 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

,,ჩვენი, ექიმების პოზიცია არის რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს, რა ზომებს გაატარებს ამისათვის საკოორდინაციო საბჭო, ამაზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,ღამის კურიერში".

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system