თავში

შედეგი მიუღწეველია - ნიკა მელია

შედეგი მიუღწეველია - ნიკა მელია
შედეგი მიუღწეველია - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია კვლავ გაერთიანდეს. 

მისივე თქმით, მიზანი ჯერ ისევ მიუღწეველია. 

"ხომ არ მოგვიპოვებია პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პარტიისთვის , ოპოზიციური პარტიებს ვგულისხმობ, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ, ეს ყველაფერი ჯერ ხომ მოსაპოვებელია, ამიტომ ამ გზაზე ვართ. თუ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და იქ ძალთა გაერთიანება მოხერხდა იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო დღეს მე ასევე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას იმიტომ, რომ შედეგი მიუღწეველია, ამიტომ რაც არ უნდა ისაუბრონ ჩემმა მეგობრებმა, რომ დაქსაქსულობა უფრო იქნება შედეგის მომტანი მე ვეცდები დავარწმუნო ისინი, რომ ეს ასე არ იქნება",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system