თავში

შედეგს უეჭველად მივიღებთ - თენგიზ ცერვაძე

შედეგს უეჭველად მივიღებთ - თენგიზ ცერვაძე
შედეგს უეჭველად მივიღებთ - თენგიზ ცერვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი შეზღუდვების გამკაცრების შედეგს მყისიერად არ ელოდება.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, შემთხვევების დასტაბილურების ნიშნები დაახლოებით ორ კვირაში უნდა გამოჩნდეს, ხოლო კლების ტენდენციას 1-2 თვე ჭირდება. 

„ველოდებით, შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი, კერძოდ, უნდა შემცირდეს შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ამ შედეგებს დაუყოვნებლივ არ ველოდებით, რადგან იცით, ადამიანი რომ დაინფიცირდება, მის გამოვლენას ინკუბაციის პერიოდი სჭირდება ორი კვირა. ორი კვირის შემდეგ უნდა ვიგრძნოთ პირველი შედეგები, აი, ამ გაფართოებული შეზღდვების, რაც უნდა აისახოს, იმაში, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი დასტაბილურდეს, არ იქნას მატება და შემდეგ წამოვიდეს ქვევით, ეს არ არის იოლი პროცესი. ასეთ წერტილოვან შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, დაახლოებით ერთი თვიდან ორ თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ. ჩვენთან შედეგს უეჭველად მივიღებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system