თავში

შეძლებს თუ არა პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნებას - საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტება

შეძლებს თუ არა პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნებას - საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტება
შეძლებს თუ არა პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნებას - საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტება

მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება, მას ხარისხი არ შეჩერებია და არ განუკვეთავთ, კვლავ რჩება მეუფედ, თუმცა გარკვეული პერიოდი მას არ ექნება მღვდელმსახურების უფლება - ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა ლონგილოზ დუარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"მეუფე პეტრესთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა და საზოგადოება ვერ მიხვდა, რა სასჯელი მიიღო მან. მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება, მას ხარისხი არ შეჩერებია და არ განუკვეთავთ, კვლავ რჩება მეუფედ, თუმცა გარკვეული პერიოდი მას დროებით არ ექნება მღვდელმსახურების უფლება. მან ეს სასჯელი მიიღო გამოხატვის ფორმების გამო, როდესაც ღიად, საზოგადოებაში დაიწყო პატრიარქისა და სამღვდელოებაზე საუბარი" - განაცხადა დეკანოზმა. 

დეკანოზის თქმით, მეუფე პეტრეს შიო მღვიმეში წასვლის ვალდებულება არ აქვს და უარის შემთხვევაშიც კი არ ვარაუდობს მისთვის სასჯელის დამძიმებას. ხოლო მონანიების შემთხვევაში, შესაძლოა, დაუბრუნდეს კიდეც თავის ეპარქიას, რადგან მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიაში მხოლოდ დროებითი მმართველია. 

"ის ვალდებული იყო დამორჩილებოდა სინოდის გადაწყვეტილებას და დროებით შეეწყვიტა მღვდელმსახურება. დაუმორჩილრბლობის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მძიმე სასჯელი მიეღო და განკვეთილიყო, შიო მღვიმეში წასვლა არ წასვლის საკითხი ერთგვარი რჩევაა და თუ ის არ დამორჩილდება ამ საკითხს, ნაკლებ სავარაუდოა, დამატებით რაიმე სახის სასჯელი მიიღოს. მეუე პეტრეს განცხადება პატრიარქთან დაკავშირებით ისეთი მძიმე იყო, აუცილებლად უნდა დაედასტურებია, რადგან ამ ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს ეკრძალება მღვდელმსახურება, მეუე პეტრემ თქვა, რომ ამ ფაქტს შემდეგი სინოდის ჩანიშვნის შემთხვევაში დაადასტურებდა, თუმცა მან რამდენიმე დღით ადრე იცოდა ამ სხდომის შესახებ და შესაბამისად შეეძლო ფაქტები წარედგინა. აქვე უნდა განიმარტოს რომ მეუფე გრიგოლ კაცია დროებით დაინიშნა ეპარქიის მართველად და იმ შემთხვევაში თუ მეუფე პეტრე მოინანიებს თავის საქციელს შესაძლოა დაბრუნდეს თავის ეპარქიაში. თუ მეუფე პეტრე არ შეინანიებს თავის საქციელს და გააგრძელებს მსგავსი ფორმით განცხადებების გაკეთებას შესაძლოა სასჯელი უფრო დაუმძიმდეს და განკვეთონ " - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე პეპტრე ცაავა საქართველოს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან სინოდის სხდომაზე გადააყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system