თავში

შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლოში მისვლას - ექსპერტთა განმარტება

შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლოში მისვლას - ექსპერტთა განმარტება
შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლოში მისვლას - ექსპერტთა განმარტება

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე დასწრებას ხელს არ შეუშლის.

მარიამ ჯიშკარიანმა და "ემპათიას" ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულეს, რამდენიმესაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, გვქონდა გასაუბრება და სამედიცინო გასინჯვა, დოკუმენტაციას გავეცანით ნაწილობრივ, შეიძლება ხვალ კიდევ მოვიდეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენი მოსაზრებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში.

რაც შეეხება დასკვნას, ჩვენ ხვალაც უნდა მოვიდეთ, ვნახოთ, გავეცნოთ დოკუმენტაციას, მივიღოთ გამოთხოვილი დოკუმენტაცია, ადგილზე გაცნობა სხვაა, დეტალებში გარკვევა - სხვა. შემდეგ შევჯერდებით მკურნალობა-რეაბილიტაციაზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი ამჟამინდელი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არანაირად ხელს არ უშლის სასამართლოში მონაწილეობას. პაციენტს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system