თავში

შეძლებთ თუ არა მოგზაურობას "სინოფარმით" ვაქცინაციის შემდეგ

შეძლებთ თუ არა მოგზაურობას "სინოფარმით" ვაქცინაციის შემდეგ
შეძლებთ თუ არა მოგზაურობას სინოფარმით ვაქცინაციის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“.

მისივე ინფორმაციით, კოვიდპასპორტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს პირველი განხილვა გაიმართა. 

„თავისთავად საქართველოში კოვიდპასპორტი მიეცემა ყველას, როცა დამტკიცდება ეს პასპორტი და დღეს პირველი განხილვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში ამ კოვიდპასპორტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იქ შევა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმიც“ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება ადმინისტრირებული ამ წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system