თავში

,,შემჩნეულია უსაფუძვლო ბრალდებებში"- თეოლოგი პეტრე ცაავაზე

,,შემჩნეულია უსაფუძვლო ბრალდებებში"- თეოლოგი პეტრე ცაავაზე
,,შემჩნეულია უსაფუძვლო ბრალდებებში-  თეოლოგი პეტრე ცაავაზე

,,ეს არის ადამიანი, რომელიც შემჩნეულია უსაფუძვლო ბრალდებებში", - ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ მეუფე პეტრე ცაავაზე საუბრისას განაცხადა. 

ლევან აბაშიძე ამბობს, რომ წინა სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების გადაწყვეტილება სინოდის წევრებმა ერთხმად მიიღეს. 

,,მეუფე პეტრე არის სასჯელის ქვეშ, ეს სასჯელი არის მაღალი სასულიერო პირის შეურაცხყოფა. გასაგებია, რომ თვითონ არ აღიარებს და ამბობს, რომ თვითონ არის ჭეშმარიტი იერარქი და ქრისტეს მოწაფე, სინოდის ყველა სხვა წევრი ლამის იუდად არის გამოცხადებული.  

როდესაც ის გამოვიდა სინოდის კრებაზე პატრიარქის შეურაცხყოფით, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, როდესაც ის გამოდის უშვერი სიტყვებით და ყველა ეს იერარქი იყო აბსოლუტურად აღშფოთებული, მათ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას უნდა მიეცეს სასჯელი. რამდენადაც ვიცი, უწმინდესმა შეარბილა ეს გადაწყვეტილება, თორემ უფრო მკაცრი გადაწყვეტილების მომხრეები იყვნენ. დღევანდელი საუბრიდანაც ჩანს, მან პატრიარქს უწოდა უწმინდური იერარქი, პატრიარქი და მისი ბანდის წევრები. წარმოიდგინეთ, ამბობს, რომ ის უნდა მიიწვიონ თურმე სინოდზე, უნდა განიხილონ მისი საქმე, მან უნდა მიიტანოს რაღაც საბუთები. შეუძლებელია 46 ადამიანი ტყუოდეს და ერთი იყოს მართალი. მე ისიც არ მესმის რატომ უთმობს მედია დროს ამ ადამიანს.  როდესაც ადამიანი ამბობს, რომ პატრიარქი არის დიდ ცოდვაში, მას ეუბნებიან რომ მტკიცებულებები მოიტანე. ეს არის ადამიანი, რომელიც შემჩნეულია უსაფუძვლო ბრალდებებში, სინანულისკენ სხვას რომ მოუწოდებს, თუ ის უსამართლოდ ვინმეს დებს ბრალს, ეს არის უდიდესი ცოდვა", - განაცხადა თეოლოგმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, 2019 წლის 31 ოქტომბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

მღვდელმთავრობიდან გადაყენებული მეუფე ცოდვების მოსანანიებლად პატრიარქმა მონასტერში განამწესა.

პეტრე ცაავა პატრიარქს უწმინდურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა მისი მმართველობის პერიოდი უნდა მოინანიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system