თავში

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების მოძიებისთვის კომისია შეიქმნა

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების მოძიებისთვის კომისია შეიქმნა
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების მოძიებისთვის კომისია შეიქმნა

მთავრობის ახალი დადგენილებით შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც ათი უწყებაა გაერთიანებული - ამის შესახებ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, თუ კი მათ გააჩნიათ რაიმე ინფორმაცია ასეთი ადამიანების შესახებ, მათ ოჯახში ან ირგვლივ ჰყავთ ასეთი ადამიანები, მიმართონ კომისიას. ეს გადაწყვეტილება ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. ეს არის დაკარგულების ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი" - აღნიშნა მინისტრმა. 

ციხელაშვილის თქმით, 1990-ანი წლებიდან დღემდე, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

"2 300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად სიაში, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავებს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მინდა, საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. მინდა, ამ მექანიზმების ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო ვინაიდან, მათთან თანამშრომლობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გამოვა“ - აღნიშნა ციხელაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system