თავში

შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი - ვახტან გომელაური

შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი - ვახტან გომელაური
შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი - ვახტან გომელაური

შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი (თავდამსხმელის) თანამზარხველი, ამას ვერავინ იტყვის, იყო თუ არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რომელიმე მძევალი იყო თუ არა მისი თანამზრახველი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system