თავში

"შეიძლება იყოს განსაცდელი, მაგრამ გვახსოვდეს, უფალი გვიფარავს" - პატრიარქი

"შეიძლება იყოს განსაცდელი, მაგრამ გვახსოვდეს, უფალი გვიფარავს" - პატრიარქი
შეიძლება იყოს განსაცდელი, მაგრამ გვახსოვდეს, უფალი გვიფარავს - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა:

"გილოცავთ ქრისტესშობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება, კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, სააქაოს და საიქიოს. დალოცვლილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ჩვენთან არის ღმერთი", – აღნიშნა პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system