თავში

"შეიძლება, მკურნალობა გახდეს შეუძლებელი" - ექიმი

"შეიძლება, მკურნალობა გახდეს შეუძლებელი" - ექიმი
შეიძლება, მკურნალობა გახდეს შეუძლებელი - ექიმი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გია ხურციძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია. 

მისივე თქმით, შესაძლოა, ახლო მომავალში დადგეს საფრთხე, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა შეუძლებელი იყოს.

"ადამიანი არის ძალიან დასუსტებული, შენელებული მოქმედებით, გაუარესებული მეხსიერებით, ძალიან ძლიერი სისუსტით, ძალიან შენელებული მეტყველებით და აზროვნების დაქვეითებით.

გამომდინარე აქედან, ფართო გამოკვლევა და გასინჯვა მოხდა პაციენტის, აღმოჩნდა რამდენიმე სინდრომი, რომელიც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო დადგენილი.

ენცეფალოპათიის გამოხატული სურათი არის, რომელმაც მკურნალობის არდანიშვნის შემთხვევაში, შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ადგილი აქვს მნიშვნელოვან კუნთების განლევას, ძლიერ სისუსტეს, ანემიას რომელიც გააჩნია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა სისხლი განალოვან მასებში და ღებინება ჰქონდა, მოყავისფრო ფერის შემადგენლობის ნაღებით და იმასთან შედარებით, რომ თალასემია აქვს და ზღვრული ანემია, იმის დამძიმებას გამოიწვევდა.

ის შიმშილობის 48-ე დღესაა, გამოფიტვის აქტიურ ფაზაშია. ბოლო 8 დღის განმავლობაში არ იღებს არანაირ მინერალურ დანამატს და ვიტამინის დანამატს და უკვე ინტენსიურად და აქტიურად ხდება წონაში კლება. ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, რომელიც შეიძლება იყოს არდაბრუნების ზღურბლი, როცა ცვლილებები შეიძლება იმდენად გაღრმავებული იყოს, რომ მისი მკურნალობა გახდეს შეუძლებელი", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system