თავში

"შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან" - ლევან რატიანი

"შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან" - ლევან რატიანი
შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან - ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რმა ლე­ვან რა­ტი­ა­ნმა პაციენტებთან საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

როგორც ექიმი ამბობს, ის პაციენტს ხელთათმანით არასდროს სინჯავს.

რატიანის თქმით, შესაძლოა, ვიღაცებმა მისი საქციელი არ გაამართლონ და შეცდომად ჩაუთვალონ, მაგრამ ირწმუნება, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ენერგეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ხელის შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ენერგეტიკას, რომ პაციენტი შენკენ წამოიყვანო... ამდენი წელია რეანიმაციაში ვარ და ვიცავ ყველა ჰიგიენურ ნორმას, რაც პროტოკოლითაა მოწოდებული, მაგრამ არასდროს ვსინჯავ პაციენტს ხელთათმანით, არც კოვიდპაციენტს. პირველად როცა ვსინჯავ, არასდროს ვიყენებ ხელთათმანს.

ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც, შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან, მაგრამ ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა - ეს 91 წლის ქალბატონი გაეწერა, რომელსაც საქართველოში არც ერთი შვილი არ ჰყავდა. ეს გავაკეთე და დაავადება არ გადამედო", - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system