თავში

შეიქმნა კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე - გახარია

შეიქმნა კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე - გახარია
შეიქმნა კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე - გახარია

შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორც ვაქცინების შესყიდვაზე, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ეს კომისია უზრუნველყოფს ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ვაქცინის შესაძენად ავანსი უკვე გადახდილი აქვს. 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system