თავში

შეინიშნება დაძაბულობა - ანდრია ჯაღმაიძე

შეინიშნება დაძაბულობა - ანდრია ჯაღმაიძე
შეინიშნება დაძაბულობა - ანდრია ჯაღმაიძე

მეუფე სტეფანე მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში, დაძაბული სიტუაციაა.

"ეპარქიაში შეინიშნება დაძაბულობა, დაკავშირებული არის იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისაკენ და შედეგად ეს არის, რაც არის, თუმცა [სტეფანე] მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, დღეს მეუფე სტეფანემ ე.წ ურჩ ბერებს ზიარება აუკრძალა, მანამ ვიდრე ისინი მეუფეს ბოდიშს არ მოუხდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system