თავში

შეიზღუდება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

შეიზღუდება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით,  მგზავრებისთვის დაწესებული რეგულაციები კვლავ ძალაშია და მათ დაცვას შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ. 

"ტრასპორტის გადაადგილების მიმართულებით, რაიმე შეზღუდვის ან კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლს, რეგულაციები იგივეა, აუცილებელია პირბადის ტარდება, ავტობუსებში მძღოლის სივრცე იზოლირებულია. მეტროში ამ რეგულაციებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ, ავტობუსებში კი კონტროლიორები, ასევე მძღოლს აქვს უფლება ავტობუსი არ დაძრას თუ მგზავრს პირბადე არ უკეთია. რეგულაციების დარღვევის რიცხვებში გამოსახული სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან დარღვევეის აღმოფხვრა ადგილზე, მყისიერად ხდება", - აცხადებენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. 

ცნობისთვის, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

ცნობისთვის, საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისს განაახლა. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით  გადაადგილებისას, მზავრებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა პირბადის ტარება, ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცველებს მოქალაქის 20 ლარის ოდენობით დაჯარიმება შეუძლიათ. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system