
კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დისკუსიაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.
ასევე, ონლაინ-რეჟიმში მიიღო მონაწილეობა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილეს.