თავში

შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ გაიმართება

შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ გაიმართება
შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია - ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ გაიმართება

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება. როგორც report.ge-ს "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა 10:00 საათზეა ჩანიშნული და მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შეხვედრის ინიციატორიც სწორედ დიპლომატიური კორპუსია. 

"ქართული ოცნების" მიერ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებისა და ოპოზიციის ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, ხვალ მხარეებს შორის შეხვედრა პირველად შედგება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი იწყება, მმართველი გუნდის პოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით უცვლელია. 

გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ გამოსავლის სახით სწორედ გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ კანონპროექტს სთავაზობს. ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

30-მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტი მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს.

შემუშავებული ვერსიით, პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა იმაზე მეტი მანდატი ვერ უნდა მიიღოს, ვიდრე არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლით დაფიქსირდება. ცვლილებები პროპორციულ არჩევნებში 3%-იან ბარიერსაც ითვალისწინებს.

აღნიშნული მოდელი განსახილველად ვენეციის კომისიას და ODIHR-ს გადაეგზავნება. 

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის დაწყებას გამოეხმაურა დღეს NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთ შეშფოთებულია და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ჩიხიდან გამოსვლას შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system