თავში

"შემეყარა ერთად ომიკრონი, ვუჰანი, დელტა, ომეგა და რაც კი გამიგია საერთოდ" - ნათია ფანჯიკიძე

"შემეყარა ერთად ომიკრონი, ვუჰანი, დელტა, ომეგა და რაც კი გამიგია საერთოდ" - ნათია ფანჯიკიძე
შემეყარა ერთად ომიკრონი, ვუჰანი, დელტა, ომეგა და რაც კი გამიგია საერთოდ - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ფსიქოლოგი "ფეისბუქში" წერს, მოულოდნელად გაიგო, რომ ადამიანებს ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ნათია ფანჯიკიძე პირველი ემოციების შესახებ ჩვეული იუმორით წერს: 

"ჩემ ძმასთან ვიყავით დღეს ოჯახი შეკრებილი, უცებ რომ მომწერეს, ორ ახლობელს, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, თურმე კორონა დაუდგინდა, ხოდა ეს რომ გავიგე, მყისიერად და სასტიკად ავად გავხდი, მოვიკუნტე და შემეყარა ერთად ომიკრონი, ვუჰანი, დელტა, ომეგა და რაც კი გამიგია საერთოდ. შემცივდა, მადა დავკარგე, მოვიწყინე და მივკუთხეკუნჭულდი. ძმიშვილმა მითხრა, თან გადატანილი მაქვს, თან აცრილი ვარ, მე მოგივლიო, ერთად ვიყოთო და გამიხარდა, უსაქმობა, გოგოური ცხოვრება ჩემ ყვავილებიან სახლში დიდი ბედნიერება იქნებამეთქი, ავჭიკჭიკდი. გახარებულ-გადიდგულებულმა, დამისხი შამპანური, შესანიშნავი დიდკორონობა აღვნიშნოთმეთქი, ლაშას ვუთხარი. ერთი ჭიქა, ორი, მესამეს ნახევარი და ჰოი საკვირველებავ, გამოვჯანმრთელდი. სულყველაფერმა გამიარა", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system