თავში

"შემოიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით"- ექიმი

"შემოიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით"- ექიმი
შემოიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით- ექიმი

"იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით,"- ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"გუშინ, საღამოს 11 საათისთვის ჩვენთან შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი. აქედან ერთი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით, ის მალევე გარდაიცვალა. მაორე პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მესამე პაციენტი კი უკვე გაეწერა ბინაზე,"- განაცხადა დავით ციბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად სულ შვიდი ადამიანი დაშავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system