თავში

შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი - ქრისტინე მარტიაშვილი

შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით
შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი - ქრისტინე მარტიაშვილი

მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის რაც ნახა არ უკვირს და დარწმუნებულია, რომ ნამდვილია. 

მისი თქმით, ის თავად შეესწრო როგორ ცდილობდნენ ბერა და მისი მეგობრები იმ ადამიანების ვინანობის გარკვევას, რომლებიც მას ცუდ კომენტარებს უწერდა.

"ვიცი რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება ამას რომ ვწერ,მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს,რომ შეთითხნილი ისტორიაა მეცინება,თან ვბრაზდები!ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება,რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3 თვის წინ როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი,90-იანებში შუა საუბარში, რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე, ისე ჩამერთო ვიღაც გურამი. სულ მგონია, რომ ჩემი სოც ქსელიც კონტროლდება.შარშანწინ, სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო, დამირეკა ძალიან აღელვებულმა, ძალიან გთხოვ სულ 2 წუთით შემომიარეო. ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი,ნახევარი ცოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე, ძალიან უშიშარი ადამიანი იყო.

ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, შენ შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო. ეგეთი აჭრელებული სახით, ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს. მაშინ სასაცილოდ არ მეყო,ახლა კი ვხვდები რაშიც იყო საქმე. ვიკამათეთ, ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებას-მეთქი.(მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი) ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და ფაქტია თავს არიდებენ. ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე, მაგრამ ის რაც სტუდიაში ვნახე ეგ აღარ დამიწერია. 2011 წელი იქნებოდა ალბათ,სიმღერა სმს-თვის ვიყავი სტუდიაში, ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო. ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!” ხოდა გავარკვიოთო. ნუ მაშინ მე ვერაფერს მივხვდი.გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა, ერთერთი სტატუსი იყო “მამული,ენა,სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე, რომ კარგია, ქართულად რომ წერდა, მაგრამ სწორი “ენა,მამული,სარწმუნოება!” იყო,2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა, თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები.1% არ მეპარება ეჭვი,რომ ჩანაწერი ნამდვილია", - წერს ქრისტინე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system