თავში

შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განმარტება

შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განმარტება
შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა. 

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტიებებში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა შემსუბუქუდეს, ან არ უნდა შემსუბუქდეს. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system