თავში

შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე

შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე
შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს, ვფიქრობთ, რომ პიკი გვექნება ნოემბრის მე-2, მე-3 კვირას, ამიტომ შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, რომელიც პირბადის გამოყენებას, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system