თავში

"შემთხვევების ზრდა გადაუვალია, მაღალი რისკია რეინფიცირების" - კულუმბეგოვი

"შემთხვევების ზრდა გადაუვალია, მაღალი რისკია რეინფიცირების" - კულუმბეგოვი
შემთხვევების ზრდა გადაუვალია, მაღალი რისკია რეინფიცირების - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელში "ომიკრონის" შტამის შესახებ წერს. 

მისი თქმით, საქართველოში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ექიმი საზოგადოებას აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ომიკრონის" ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია.

რაც ამ ეტაპზე ვიცით, მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში "გაპარული" ინფექციის, ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად) შესაბამისად მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ.

ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადათ აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები ვიდრე დელტას დროს).

ჩვენს ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით, რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

"ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა დადასტურებული, იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system