თავში

შემცირდა თუ არა ორსულებში ინფიცირების შემთხვევები - მინისტრის კომენტარი

შემცირდა თუ არა ორსულებში ინფიცირების შემთხვევები - მინისტრის კომენტარი
შემცირდა თუ არა ორსულებში ინფიცირების შემთხვევები - მინისტრის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მისივე თქმით, ორსულებს, რომლებსაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდებათ, მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. 

"ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system