თავში

"შენ ხარ ყველაზე დიდი პატრიოტი"- თორნიკე შენგელიას მეუღლე მიმართავს

"შენ ხარ ყველაზე დიდი პატრიოტი"- თორნიკე შენგელიას მეუღლე მიმართავს
შენ ხარ ყველაზე დიდი პატრიოტი- თორნიკე შენგელიას მეუღლე მიმართავს

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლის შემდეგ, მისი მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

სალომე ჯუღელი სოციალურ ქსელში წერს:

"თოკო!

მიყვარხარ და ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ვზრდით სამ ქართველ ვაჟკაცს, რომლებიც ყოველ დღე ძილის წინ შენს ნასწავლ "მამაო ჩვენოს" ამბობენ და პირჯვარს იწერენ!
4-5 წლის ასაკში ვაზიარეთ "დედა ენას" და თავიანთი სამშობლოსგან შორს უკვე 5-6 წლის ასაკში თავისუფლად წერენ და კითხულობენ ქართულად! მიყვარხარ კიდევ იმიტომ, რომ საოცრად ღვთისნიერი და კაცთმოყვარე ხარ! კეთილშობილი და ქველმოქმედი, რომელიც ყველა სიკეთეს ჩუმად, ყოველგვარი პოპულისტური მოქმედებების გარეშე აკეთებ! შენ ხარ ყველაზე დიდი პატრიოტი, მართალი ქართველი, უძლიერესი პროფესიონალი, მშრომელი, საოცარი შვილი, მეუღლე, მამა, ძმა და მეგობარი! ვხვდები ვერასოდეს გავჩერდები და არ მეყოფა არაფერი იმის გამოსახატავად რასაც შენს მიმართ ვგრძნობ!
"- წერს ქართველი კალათბურთელის მეუღლე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია "ცსკა"-ს წევრი ოფიციალურად გახდა. მოსკოვურ კლუბთან, ქართველმა კალათბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system