თავში

შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დაგღუპა პეტრემ - მეუფე სტეფანემ მონაზონი დასაჯა - VIDEO

შენ ვინა ხარ? დებილი დედაკა
შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დაგღუპა პეტრემ - მეუფე სტეფანემ მონაზონი დასაჯა - VIDEO

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. მონზონს ზიარების უფლებაც ჩამოერთვა. 

ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი. თათბირის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად ეპარქიამ გამოაქვეყნა. მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ აიძულეს.

მონაზონი ამბობს, რომ ის მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა, რადგან დაინტერესდა პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებითა და მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმული ბრალდებებით.

დედა სოსანასთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფის მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა. 

"საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ შენ მოქმედებ არაკანონიკურად დედაო, ეს ხომ ფაქტია?!

რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა," – აცხადებს თათბირიდან გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system