თავში

"შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება" - პაატა იმნაძე

"შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება" - პაატა იმნაძე
შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადეს არ ატარებს, მისთვის შენიშვნის მიცემა არ უნდა მოგვერიდოს. 

მისივე თქმით, ასე საზოგადოება როგორც ერთმანეთის სიცოცხლეს, ასევე, ქვეყნის ეკონომიკას გაუფრთხილდება.

"თუ ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოდის და პირბადე არ უკეთია, შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება, იმიტომ რომ ის თავისი ქცევით ჩვენ ქვეყანას აზარალებს. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ დაზიანდება ქვეყანა. ამ შეგნებით უნდა ვიყოთ თოთოეული ჩვენგანი. უნდა დავიცვათ ეს წესი. ჯერ პირველი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ და მეორე ის, რომ ჩვენს ეკონომიკას გავუფრთხილდეთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system