თავში

,,შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ" - ანა არგანაშვილი

,,შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ" - ანა არგანაშვილი
,,შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ - ანა არგანაშვილი

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებას ეხმაურება. 

როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, განათლების სამინისტროს არანაირი გეგმა არ აქვს იმისთვის, რომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელება თავიდან იყოს აცილებული. 

,,ისევ არანაირი გეგმა მოსწავლეების გეგმაზომიერი დაბრუნების, არანაირი მოდელი, არანაირი საპირფარეშოების და ჰიგიენის უზრუნველყოფის ზომები. შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ.

და ჩვენ რომ გეგმის არქონით სკოლებში დაბრუნებაზეც მადლიერი ვართ, ეს არის სევდიანი. განათლების სამინისტრო რომ

არ გვქონდეს, ზუსტად ასე უგეგმოდ გავიხსნებოდით", - წერს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი ითხოვს, იმ პრობლემების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, რაც დღეს სკოლებშია.

,,ვინც სკოლებში მუშაობთ, გთხოვთ გამიზიაროთ, რა პრობლემები გექმნებათ ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულებისას კოვიდის წინააღმდეგ. 

აქამდე რაც გავარკვიე:

1. ხალხი არ გყოფნით რომ დალაგების/ დეზინფექციის სტანდარტი დააკმაყოფილოთ.

2. მასწავლებლებს უწევთ ორმაგი მუშაობის შესრულება, კლასების პარალელურად ონლაინ სწავლებაც და ეს ყველაფერი უმცირესი დანამატის (50 ლარის) სანაცვლოდ.

3. არ გყავთ ელემენტარულად ტემპერატურას ვინც გაუზომავს ბავშვებს ის ხალხი და მასწავლებლებს ავალებენ.

4. დარიგებული ინვენტარი (თერმომეტრი, სადეზინფექციო ხსნარი) არ მუშაობს, არ გყოფნით, უხარისხოა და სხვა.

აქ თუ მოგერიდებათ, მესინჯერში მომწერეთ ან იმეილით: [email protected]

თუ ვინმე ჩემ სტატუსზე დაკომენტარების გამო შეგავიწროვებთ, ეგ ცალკე მომწერეთ.  

გაზიარების მიზანია, მთავრობას მოვთხოვოთ ამ ყველაფრის გამოსწორება სამათლებრივი გზით", - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ. 

ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system