თავში

შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით - წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონზე

შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით - წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონზე
შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით - წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონზე

"თუ რაიმეა გამოსასწორებელი, შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით" - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. 

მისი მტკიცებით, სოციალურ მუშაკებს პანსიონში შესვლის პრობლემა არ აქვთ და კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც დაუშვებენ აღნიშნულ დაწესებულებაში. 

"სახელმწოფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, უპრობლემოდ შედიან. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.

მე პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქ არცერთი პრობლემა, როგორც ადამიანის ულებების სპეციალისტს, არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება". - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში , რომელიც მეუფე სპირიდონის ეპარქიაშია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს 2021 წლის 15 აპრილს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ეს დაწესებულება შემოწმდეს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2015, 2018 წლებში სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმები აისახა, საქართველოს მთავრობამ მათი შესვლა ბავშვთა დაწესებულებაში არ უზრუნველყო. 2020 წლის 20 ივნისიდან კი, პანსიონატში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი შესულა.

გუშინ, 19 მაისს, ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აპარატის თანამშრომლები პანსიონში ისევ არ შეუშვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system