თავში

შესაძლოა, მკაცრი კარანტინი მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთშიც მოიხსნას

შესაძლოა, მკაცრი კარანტინი მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთშიც მოიხსნას
შესაძლოა, მკაცრი კარანტინი მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთშიც მოიხსნას

ორ გეოგრაფიულ პუნქტში დღეს უკვე მოიხსნა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და კარანტინი გაუქმდა იმიტომ, რომ თერმოსკრინინგის და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად ჩვენ მივიღეთ მეტნაკლებად დასტაბილურებული სიტუაცია, მოიხსნა რისკები. შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეებს დაწესებული ჰქონდათ და მოგეხსენებათ საკარანტინე ზონებად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაცილებით მეტი შეზღუდვა მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩავთვალეთ, რომ ეს შეზღუდვები საჭირო აღარ იყო, დავეყრდენით პირველ რიგში ეპიდემიოლოგების რჩევებს და თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება ეპიდემიოლოგებისგან და შესაბამისი სპეციალისტებისგან იგივე მარნეულთან, ბოლნისთან, ან ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც გაუქმდება შესაბამისი რეჟიმები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system