თავში

,,შესაძლოა, საქართველოდან დაგეგმილზე ადრეც გავფრინდე" - პოზნერი

,,შესაძლოა, საქართველოდან დაგეგმილზე ადრეც გავფრინდე" - პოზნერი
,,შესაძლოა, საქართველოდან დაგეგმილზე ადრეც გავფრინდე - პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოდან დაგეგმილზე ადრე გაფრინდეს. 

ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა. 

„არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე.

ახლა სასტუმროში ვარ. უსაფრთხოა" - ამბობს პოზნერი.

პოზნერი მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა, სავარაუდოდ, გეგმები საპროტესტო ტალღის გამო შეეცვლება.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system